საზოგადოება
,,როდესაც გაიზრდება, ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი”
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მის უმცროს შვილთან ერთად მივიდა. სააკაშვილის განაცხადებით, მისი მიზანია, ბავშვმა დაინახოს როგორც ასამართლებს სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს რეჟიმი.
“ამ პროცესებისგან მე უკვე გული მერევა, მაგრამ მე მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ეს უსამართლობაა. ამ სასამართლოსაც როგორმე გადავიტან, მე ამაზე უარესი ამბებიც გადამიტანია.
მე გადავწყვიტე მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი, იმიტომ რომ ისტორიისთვის ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც ის გაიზრდება, მას ემახსოვრება ეს პროცესი და ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი“, – განაცხადა სააკაშვილმა.