კატეგორიის გარეშე
როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისს საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი ნარჩუნდება. ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა.
დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.
8 ივლისს დილიდან შედარებით გამოიდარებს, იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
8 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ნალექების გამო, მდინარეებზე ნარჩუნდება წყალმოვარდნების საშიშროება. შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარება.
9 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
10 ივლისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.