რელიგია

როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი შობის დღესასწაულს?

ქრისტეშობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი – სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. როცა საქმე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს.

როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი შობის დღესასწაულს? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

– უწმინდესის კურთხევით შობის ღამეს სახლის ფანჯრებთან დიდი კელაპტარი უნდა ავანთოთ, ამას რა დატვირთვა აქვს?

– უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც იკონოგრაფიაშიც აღიბეჭდა. უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩენე.

– მხოლოდ ერთ ფანჯარაში უნდა ავანთოთ სანთელი? 
– ფანჯარას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა აღმოსავლეთით კარგი იქნება, საიდანაც ელოდებით “სიმართლის მზეს”.

– სანთელი მხოლოდ იმ ოჯახებში უნდა აინთოს, სადაც ოჯახის წევრები მარხულობენ?
– ნებისმიერ ოჯახში შესაძლებელია, მიუხედავად უმარხველობისა. ერთობით ვადიდოთ უფალი.

თეა ცაგურიშვილი

წყარო 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close