ცხოველთა სამყარო

როგორ დარდობს თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული პუდელი… (ვიდეო)

2 წლის ხვადი პუდელი, სახელად კოკი, ძალიან ნერვიულობს თავშესაფარში. ის პატრონმა მიატოვა… სამუდამოდ დაემშვიდობა. აღარ მინდა შენი მოვლა-პატრონობა, ავად ხარ (კანის დაავადება) და მე ვერ შევძლებ შენს მკურნალობასო… ალბათ, გაიგო კოკიმ მისი სიტყვების მნიშვნელობა და ამიტომაცაა ასეთი მოწყენილი. უცხო გარემომ შეაშინა და დათრგუნა, ერთიანად ცახცახებს. ერთი სული აქვს ვოლიერის კარი გაიღოს და გაქცევა მოახერხოს. ადგილს ვერ პოულობს და ვერ მშვიდდება. ასე თუ გაგრძელდა, მისი პატარა გული ამდენ დარდს ვერ აიტანს. მეგობრებო, იქნებ თქვენ შეძლოთ მას დაავიწყოთ დარდი.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close