საზოგადოება

როგორია ამ დროისთვის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ქირურგ დავით ლოლაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, არასტაბილური ჰემოდინამიკით. ექიმის თქმით, სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“მიმდინარეობს შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით სისხლის კომპონენტების მუდმივი ინფუზია ანუ გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკით, უმძიმესი მდგომარეობით,” – განაცხადა დავით ლოლაძემ.

51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩაზე დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close