ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივნის ნინო მეტრეველის თქმით ,,კალაძე და მისი რეფორმატორული პოლიტიკა ოლიგარქ ივანიშვილის ახალი პროექტის ნაწილია.

ნინო მეტრეველი:

,,ყოფილი ფეხბურთელი ყველანაირად ცდილობს ხალხს აჩვენოს, რომ არ არის საძაგელი და ფულის მფანგველი“ დავით ნარმანია და მისნაირი ბევრი საქართველოს მაშტაბით, ,,ქართული ოცნება“ ხალხს არ გაუმტყუნებდა და წინა არჩევნებიდან მესამე წელს, უკვე ქვეყნის წინსვალას საკუთარ ჯიბეებზე ვიგრძნობდით. არადა, ვინ ეკითხებოდა საცოდავ ნარმანიას ,,ბალი ათი შაურს”?!

კალაძე ოლიგარქის ვარსკვლავთბიჭუნაა თავიდანვე. ის, ვიცე-პრემიერის სტატუსს არ ჩამოცილებია. ღარიბაშვილის წასვლაც მისი და კალაძის დაპირისპირების შედეგი იყო. მაშინ ივანიშვილმა ამ დაპირისპირებაში ფეხბურთელს მხარე დაიკავა და ღარიბაშვილიც მომავლის დაპირებებით ერთ დღეში გაუშვეს. ღარიბაშვილი ემზადებოდა კიდეც სამომავლო ტრიუმფისთვის, აფინანსებდა კიდეც რაღაც ოპოზიციასთან მებრძოლ და ტრადიციული ღირებულელებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს, (სწორედ ამ ნიშის დაკავებას ცდილობდა ღარიბაშვილი), მაგრამ ის ოლიგარქმა, როგორც იცის, ,,გადააგდო“.

ვერც კვირიკაშვილმა გაუმართლა სოლოლაკელს. მთლიანად მზერა დასავლეთს მიაპყრო, რაც ივანიშვილის და რუსეთის გარიგებაში არ შედის. შესაბამისად მალე კვირიკაშვილის პოლიტიკური მზეც ჩაესვენება, სავარაუდოდ, გაზაფხულზე. (მისი გადაყენებისთვის რომ ,,შიმშილობს“ პატრიოტთა ალიანსი“, ესეც რაღაცის ნიშანია). უკვე დადის ხმები, რომ ივანიშვილი ახალი პარტიის გაკეთებას აპირებს. მომავალ საპარალმენტო არჩევნებამდე სამი წელია. ამ სამ წელში ოლიგარქის იმედად შემორჩენილი კალაძე შეეცდება, პროექტი ,,რუხი ოლიგარქი“ გადაარჩინოს.

პარტია ,,ქართული ოცნება“ სულს ღაფავს. ადგილობრივ არჩევენებზე ,,ოცნებას“ დიდიან-პატარიანად რომ არ ევაჟკაცა _ ხალხი არ მოესყიდა და არჩევნები არ გაეყალბებინა, მისგან ბუნდღაც არ დარჩებოდა. ამ პოლიტიკური ძალით ივანიშვილი 2020 წელს ნამდვილად ვეღარ გაიმარჯვებს. მას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება მაღალრეიტინგული ლიდერით და ახალი სახეებით. სწორედ ამ გეგმის ნაწილია კალაძის რეფორმები. დედაქალაქის მერობა ის თანადებობაა, სადაც თავისუფლად შეიძლება სამომავლო ბევრად დიდი კარიერისთვის ქულების აკრეფა. ამომრჩევლის მესამედი სწორედ თბილისში ცხოვრობს. დედაქალაქში რეიტინგის აკრეფვა მთელს საქართველოზე რომ ვრცელდება, ეს მიშა სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროსაც გამოჩნდა. კალაძეს ნამდვილად არ აკლია, იგივენაირი პოპულიზმი. მერობის პირველი დღეები _ მიწისქვეშა გადასასვლელების და ხიდების მოსუფთავება და ნარმანიას მფლანველი ჩინოსნების წინააღმდეგ გალაშქრება ერთ-ერთში ჯდება სააკაშვილის პიარ-სვლებში. სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივანიშვილი ახალ პარტიას შექმნის, კალაძის ლიდერობით და ოცნებაზე გულაცრუებული ხალხით და ყველა, ყოფილი მეოცნებე, ვინც დღეს ჩვენზე მეტად აგინებს გულში ,,ქართულ ოცნებას“, მაინც მისკენ გადაინაცვლებს. ეს კი ნიშნავს გამარჯვებას და ბიძინა ივანიშვილის კვლავ რუხ კარდინალობას, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე მის მეუღლეს, მისსავე ექსმეუღლემ, დასავლეთის ხელით (ამერიკაში აქტიურად განიხილავენ ქართველი მილიარდელის ,,გაკულეკების“ საკითხს), საფრანგეთის სასამართლოს მეშვეობით არ დაუსვა წერტილი”.

კომენტარები