საზოგადოება
,,რა მნიშვნელობა აქვს, ებრაული წარმოშობისაა თუ არა” _ როგორ გამოიყურება სააკაშვილების რძალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა – მადინა მელა, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა სვართმორის კოლეჯში.
,,კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს, ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც – ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია” – აღნიშნა მიხეილ საკააშვილმა.