საზოგადოება

,,რა დააშავა ბოლნისი-კაზრეთის მოსახლეობამ ისეთი, მათი ჯანმრთელობა რომ ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას ეწირება?”

,,ბოლნისისა და კაზრეთის მოსახლეობას უჩნდება სამართლიანი კითხვა, რა დააშავეს ისეთი, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ,,არემჯი გოლდი”-ს საქმიანობასა და ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას ეწირება?” _ აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე. იგი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, იმის გამო, რომ მიხვდნენ, რა გასაჭირშია ადგილობრივი მოსახლეობა, ცოტა ხნით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ამ რეგიონში გადაიტანონ.

გიორგი თევზაძე:

_ მივმართავ ხელისუფლებას! თუ საქართველოს ხელისუფლება შპს-“არენჯი გორდის “მიმართ არ შეცვლის ლოიალურ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოების ნაწილში შესაბამის კითხვებსა და სამართლიან პროტესტს იწვევს, თუ ხელისუფლების შესაბამისი უწყება კონტროლს არ გაუწევს „ არემჯი გოლდის“ საქმიანობას, ან არ შეაჩერებს მის საქმიანობას არსებული გარემოებების დარეგულირებამდე, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს კაზრეთისა და მთლიანად ბოლნისის მოსახლეობას, რის შედეგადაც დაბინძურდა წყლები, ჰაერი, და რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მძიმე შედეგებით მოახდინა. იმატა სიკვდილიანობის რიცხვმა, იკლო შობადობამ, და ა.შ. თუ ხელისუფლებას არ სჯერა, რომ შპს-“არენჯი გორდის“ საქმიანობამ ასეთი სავალალო ფაქტობრივი შედეგები გამოიწვია და ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების წაყრუებას, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებები უნდა გადაიტანოს კაზრეთში, ან ბოლნისის ტერიტორიაზე, რომ მოსახლეობასთან ერთად თვითონაც დარწმუნდნენ შპს „ არემდი გოლჯის“ საქმიანობის შედეგებში.

ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას უჩნდება სამართლიანი კითხვა, რა დააშავეს მათ ისეთი, რომ ეწირება მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არემჯი გოლდის მეპატრონეებისა და ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულებას? რა დ

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close