საზოგადოება
რატომ მივიდნენ მხოლოდ კაცები ახალ მერთან შესახვედრად მარნეულში?
“მარნეულის რადიოს” ცნობით, მარნეულის ახალი მერი, თემურ აბაზოვი, სოფელ კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა.
მერმა მოსახლეობისგან მათი პრობლემები მოისმინა. მარნეულის რადიო იტყობინება, რომ შეხვედრას მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მისულების თქმით, მათი ცოლებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი მიზეზად სადილის კეთება დაასახელა.
როგორც ადგილობრივი რადიო იუწყება, მარნეულის მერი კაცებს დაეთანხმა და თქვა, რომ ქალებს სადილი აქვთ გასაკეთებელი.