საზოგადოება

რას სთავაზობს გიორგი თევზაძე აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს?

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი კომისიის შექმნას სთავაზობს.

,,ინტერნეტ მედიით ,,გურია ნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია 2017 წლის 31 დეკემბერს საინგილოში მდებარე კახის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ბარბაროსული დარბევის შესახებ. ამ აღმაშფოთებელ ინფორმაციას გამოვეხმაურა საზოგადოების ნაწილი, რის შემდეგაც დამიკავშირდა ალი ბაბაევი (Ali Babayev). მე მას ვიცნობ კარგად. ბაბაევმა მითხრა, რომ იგი იმყოფება  აზერბაიჯანში და ამოწმებს ,,გურია ნიუსი”-ს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას კახში, წმინდა გიორგის ეკლესიის დარბევის შესახებ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული წარსულში მომხდარი პერიპეტიები კარგად გვახსოვს. ასევე ყურადსაღებია ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის შესწავლა და ზრუნვა მათი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ვთავაზობ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეიქმნას მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი კომისია, სადაც შევლენ რელიგიური კონფენსიების, სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები. ისინი მომენტალურად შეისწავლიან ადგილზე ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას და იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის. ამასთანავე, ექნებათ აქტიური კომუნიკაცია ორივე სახელმწიფოს მმართველ პირებთან, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ასევე, აღნიშნული კომისია განახორციელებს შესაბამის მონიტორინგს უფლებების დაცვის მიმართულებით”,- აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close