რას არქმევენ ხშირად იანვარში დაბადებულებს
ბიჭების და გოგონების სახელები იანვრის წმინდანთა კალენდრის მიხედვით
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2025/01/bavs.jpg)
იანვარში დაბადებული ბავშვებისთვის ბევრ მშობელს სურს, შობის დღესასწაულის პატივსაცემად დაარქვას სახელი.
.
ამ თვალსაზრისით, ახალი წლის პირველი თვე ნამდვილად იძლევა დიდი არჩევანის შესაძლებლობას. იანვარში რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც შეიძლება ახალშობილის სახელის ინსპირაცია გახდეს.
პირველ რიგში, ეს არის ახალი წელი და შობა. მრავალი ხალხის კულტურაში არსებობს ტრადიცია, რომ შობის დღესასწაულის თარიღებში დაბადებულ ჩვილებს ქრისტიანულ სახელებს არქმევენ, რომლებიც ბიბლიურ ისტორიასთან, იესო ქრისტეს დაბადებასთანაა დაკავშირებული. ასეთი სახელები ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
- ქრისტინე (ქრისტიანი),
- ანგელინა (სიტყვიდან “ანგელოზი”),
- მარია (ღვთისმშობლის პატივსაცემად),
- იოსები (იესოს მიწიერი მამა),
- ნატალია (დაბადებული შობას, მშობლიური),
- ნიკოლოზი (ან კლაუსი, ერების დამპყრობელი),
- დავითი (ისრაელის მეფე, ბრძენი მეფის სოლომონის მამა),
- მიხეილი („ვინც ღმერთს ჰგავს”).
სახელები იანვარში მოხსენიებულ წმინდანთა კალენდრის მიხედვით:
ბავშვის სახელი შეგიძლიათ. იხილოთ მართლმადიდებლურ კალენდარში. მორწმუნე მეუღლეები შვილს ერთ-ერთი წმინდანის პატივსაცემად არქმევენ სახელს, რომლის ხსენებაც ამ დღესაა.
თუ გადავხედავთ საეკლესიო კალენდარს, მაშინ იანვარში ანგელოზის დღეები 119 სახელითა წარმოდგენილი. კალენდრის ზოგიერთი სახელი უკვე იმდენად არქაულად ჟღერს თანამედროვე ადამიანისთვის, რომ მათ თითქმის არასოდეს იყენებენ დასარქმევად, მაგრამ უმეტესობა დღესაც აქტუალურია.
ბიჭის სახელები იანვრის წმინდანთა კალენდრის მიხედვით:
გრიგოლი, ტიმოთე, დანიელი, ეგნეტე, ლეონტი, მიხეილი, პეტრე, ვასილი, იოანე, მაკარი, პავლე, ნიკოლოზი, სერგი, ალექსანდრე, კონსტანტინე, ლეონიდი, სტეფანი, თეოდორე, არკადი, ლავრენტი, მარკი, პლატონი, გერასიმე, სერაფიმე, ათანასე, იროდიონი, ვიქტორი, ვლადიმერი, ილია, ფილიპე, ანატოლი, ბენიამინი.
ქალთა სახელები იანვრის წმინდანთა კალენდრის მიხედვით:
ჯულია, იულიანა, ანასტასია, ევგენია, კლაუდია, მარია, აგატა, ანა, ევფროსინე, ნატალია, ანა, მელანია, ემილია, ნინო.
მშობლები.ჯი