რას ამბობს შალვა ნათელაშვილი რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე _ ,,ეს ჰგავს კობრის კუდით შესრულებულ ხელმოწერას”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ ანგარიშის გასასწორებლად, ივანიშვილის კერძო იუსტიციამ ისე გადასცა ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციას,რომ ამ ოკუპანტ ქვეყანასთან არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობაა შეწყვეტილი,არამედ სამართლებლივი ურთიერთდახმარების ხელშეკრულებაც არ მოქმედებს ჩვენს შორის. ამდენად, ეს პიროვნება იურიდიულად არის გატაცებული და მძევალი. რაც შეეხება მოსკოვის ვალდებულებას, რომ პატიმარს თვალის ჩინივით მოუფრთხილდებიან ეს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცინიკური ანეკდოტია და გავს კობრის კუდით შესრულებულ ხელმოწერას, დაგესვლისას მომაკვდინებელი შხამის არ გამოყენებაზე. რაც შეეხება ამ პიროვნების ტერორისტობას—— მე მაინტერესებს, არაა რუსეთის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმი აფხაზეთის,შიდა ქართლის წართმევა, ოკუპაცია,ათეულ ათასობით ადამიანის დახოცვა,სოფლებისა და ქალაქების მიწასთან გასწორება,ტატუნაშვილების,ოთხზორიების მკვლელობა,საკუთარი სახლებიდან საზღვრის დარღვევაზე ადამიანთა მასობრივი გატაცება? ესე იგი გამოდის,რომ ტერორიზმში ბრალდებული ფიზიკური პირი სუპერ— ტერორისტ სუბიექტ სახელმწიფოს გადაეცა დასასჯელ–გამოსასწორებლად?