პოლიტიკა

,,რაო, ქართველები?! ,,ენკამ” 800 განაცხადი რომ შეიტანა მიწების რეგისტრაციაზე, ეს არაფერია, ხომ?”

,,ამ ბრიყვულ მიტინგებზე 30 წელია გაბრუებული და გონებადაკარგულები ,,ჯოს! ჯოს! ჯოს!" რომ გაიძახით, დიდი მამულიშვილები და პატრიოტები გგონიათ, ხომ თავი?"

რაო, ქართველები?!
ქუთაისში იმიტინგეთ, “ჯოს! ჯოს! ჯოს!”
ომახიანად დასძახეთ და “ნამოხვანჰესების კასკადი” “არძალეთ,”, ნამეტანი მაგრებად წარმოიდგინეთ თავი, ხომ?! თან, მაგარმა პრემიერმა გითხრათ, – “ასე ბაქი და ისე ბუქიო,” ხომ?! ახლა სიამოვნებისგან ორგაზმამდე ხართ მისული, ხომ?!
“ენკამ” 800 განაცხადი რომ შეიტანა მიწების რეგისტრაციაზე, ეს არაფერია, ხომ?!
არ იცით, არც გაინტერესებთ, ხომ?!
“ენკას” ხალხი რომ ღების ზემოთ რომ ფანტასტიკური
ადგილებია, იმის დასათალიერებლად რომ ავიდნენ,
მოქმედი ხელშეკრულებით, რომ შეუძლიათ დამატებით 600 ჰა-ს მოთხოვნა და მალე მოითხოვენ და მიიღებენ, სადაც კი მოისურვებს, თუ გნებავთ იქ საქართველოს მოქალაქეების კარ-მიდამო იყოს, და ამ მავნებელმა მთავრობამ 57 დღეში რომ უნდა გაიყვანოს ეს ქართველი თავისი მამა-პაპის ადგილებიდან პანჩურის რტყმით, არ იცით და სულ გკიდიათ, ხომ ერთ ადგილზე?!
ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც 2 დღის წინ ხმა მიეცით, თურქებთან თანამშრომლობს და ლამის ყელში წვდეს ყველას, ვისაც თავისი მამულის დაცვა უნდა, ესეც გკიდიათ, ხომ?!
აბა, ამ ბრიყვულ მიტინგებზე 30 წელია გაჟრუებული და გონებადაკარგულები “ჯოს! ჯოს! ჯოს!” რომ გაიძახით, დიდი მამულიშვილები და პატრიოტები გგონიათ, ხომ თავი?!
აბა, თქვენ იცით!
არ ჩამოხვიდეთ ჯორიდან!
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close