დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ რაო, სებ-მა?!
კიდევ გამოვიტან რეზერვებს და…
2-3 ბანკს კაი მაყუთს გავაკეთებინებო, ხომ?
ერთბაშად არ შეაჩერო ვარდნა!
ერთბაშად არ მოაგვარო ის ფუნდამენტური პრობლემები, რაც ლარის პრობლემებს უდევს საფუძვლად!

პარლამენტი – ეს ერაფრისმაქნისი ორგანო, რას უყურებს?!
ხომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა (მეტი ცხვირი დაგიმშვენდათ, ამ უაზრობის პროპაგანდისათვის)?

რა საგანგებო მდგომარეობაა ესაა!
მთავრობა მისი მხარდამჭერების გულის მოგებაზე არ უნდა მუშაობდეს და მისი არამხარდამჭერების დაკნინებაზე…
‘ახლა უაზრო ბინარული ოპოზიციის ”ნაცები”-”ქოცები” დრო არ არის! ეს დონე მხოლოდ პრიმიტიული ადამიანების გონებაშია გაჭედილი!

ყველას უჭირს და ეს გაჭირვება ყველამ თანაბრად უნდა გადავიტანოთ ჩვენს ბეჭებზე და არა თაღლითური ჯგუფების მხარდაჭერით და იმაზე ფიქრით, მათ არაფერი დააკლდეთ!

არ არის ეს სწორი პოლიტიკა!
თუ არ შეიცვლება, – პროპაგანდა და ბლეფია, ხალხის მოტყუებაზე აგებული…

ეს სებ-ი წურბელა, დროებით მაინც შეაჩერეთ!

კომენტარები