საზოგადოება

ჟურნალისტი ზაზა სვანაძის სასამართლო პროცესს აჭიანურებენ

დღეს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია ჟურნალისტ ზაზა სვანაძის სასამართლო პროცესი. მას პოლიცია ედავება, რომ თითქოს, 17 მაისს, აქციაზე ის არ დაემორჩილა მათ მითითებებს. სასამართლო პროცესი, რატომღაც, ჯერ არ დაწყებულა და ის ჭიანურდება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე.

ეს ოფიციალურად, რეალურად კი, პოლიციის ბრალდება არის აფსურდული, რადგან  ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დაკავების მომენტში ანხორციელებდა პროფესიულ საქმიანობას – ის euronews.ge  -ს პირდაპირ ეთერში კითხვებს უსვამდა რესპოდენტს. კადრშიც ნათლად ჩანს, როგორც მიდიან ჯერ მის რესპოდენტთან და აკავებენ, შემდეგ კი ჟურნალისტის ვიდეოკამერას აფარებენ ხელს, სავარაუდოდ, პოლიციელები და პირდაპირი ეთერი წყდება.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჟურნალისტის უფლებებს იცავს კანონი. აქედან გამომდინარე, ზაზა სვანაძის დაკავება იყო დანაშაულებრივი. პოლიციელებს, რომელთაც იძალადეს ჟურნალისტზე და მის საქმიანობაში უხეშად ჩაერივნენ გაღმით შეედავე, გამოღმით შეგრჩებას პოლიტიკა  აირჩიეს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მოსამართლე.

euronews.ge სასამართლოს მიმდინარეობას აკვირდება და ვრცლად გააშუქებს პროცესებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close