საზოგადოება

,,პუტინი არ გაჩერდება და ჩვენც შემოგვიტევს ძალიან მალე, 1-2 თვეში”

,,საქართველოს მთავრობამ უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გადაიყვანოს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე"

მეგობრებო ვფიქრობ ამაზე სასწრაფო შეთანხმება მნიშნელოვანია!!! და თუ ეთანხმებით, გააზიარეთ მაქსიმალურად!!
ვიცით რა, რომ პუტინი არ გაჩერდება და ჩვენც შემოგვიტევს ძალიან მალე (1-2 თვეში) როგორც ქვეყნის შიგნით ქართელი მოღალატეების ხელით, ასევე სამხედრო ძალით, შემდეგი რამ უნდა გააკეთოს
მთავრობამ:
• გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გადაიყვანოს მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
• გამოაცხადოს შეიარაღებული ძალების და ძალოვანი სხვა სტრუქტურების მობილიზება და გადაიყვანოს მზადყოფნის მაღალ საფეხურზე.
• დაიწყოს სასწრაფო წესით შეტევასაშიში მიმართულებების სამხედრო-საინჟინრო მომზადება (არ განვმარტავ ამაში რა იგულისხმება).
• განხორციელდეს ოკუპაციის ხაზის და მის მიღმა სიღმეში არსებული ტერიტორიის ინტენსიური დაზვერვა-მონიტორინგი.
• მოხდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის და ფიზიკური უსაფრთხოების ზომების გატარება, მათ შორის სარეზერვო ენერგომომარაგების და კომუნიკაციის უზრუნველყოფის სახით.
• რეგიონების მიხედვით დაიწყოს სურსათ სანოვაგის, წყლის და სამედიცინო საშალებების მარაგების შექმნა.
• თბილისში და მსხვილ ურბანულ ცენტრებში მომზადდეს ინფრასტრუქტურა როგორც სამხედრო დანიშნულების ზომების ასევე მშიდობიანი მოსახლეობის მიღების და განთავსების მიზნით.
• დაიწყოს სასწრაფი წესით ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ჩამოყალიბება და აღჭურვა მოხალისეობრივ საფუძველზე და მათი ინტეგრირება შეიარაღებული ძალების სისტემაში.
• დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება ნატოს-წევრ სახელმწიფოებთან ქვეყნის ტერიტორიაზე ალიანსის ქვედანაყოფების სასწრაფო განლაგებაზე. პარალელურად დაიწყოს მოლაპარაკება პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან საჭიროების შემთხვევაში, ანუ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების აღმოჩენაზე.
• მოხდეს სასწრაფო წესით ზომების გატარება რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელ ადგილობრივ ორგანიზაციების და პირთა წინააღმდეგ, მათი ძირგამომთხრელი საქმიანობის აღსაკვეთად (ანუ მე-5 კოლონის მიმართ).
ოპოზიციური სპექტრმა:
• სასწრაფო წესით დაიწყონ პოლიტიკური კონსულტაციები და შექმნან ერთიანი მოქმედების საბჭო/ცენტრი (რაც გნებავთ ის დაარქვით).
• მოახდინონ მოქმედებების სრული კოორდინაცია მთავრობასთან.
• ხელისუფლების პასიურობის შემთხვევაში, შეიმუშავონ ერთიანი მოქმედების გეგმა, მთავრობის მხრიდან ზემოჩამოთლილი აუცილებელი ღონისძიებების რეალიზაციის მიზნით.
• საჭიროების შემთხვევაში, მიაღწიონ შეთანხმებას სახალხო პატრიოტული ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად, მე-5 კოლონის მოქმედების აღსაკვეთად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close