საზოგადოება

პროფკავშირების წევრებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში ფინანსურად დაეხმარებიან

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა სოლიდარობის ფონდი დააფუძნა. ყრილობამ ფონდის დაფუძნებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

პროფკავშირების გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ფონდში პირველადი შენატანი 157 000 ლარი იქნება.

ფონდის მიზნებია:

– გაუწიოს ფინანსური დახმარება დასაქმებულებს შრომით-სოციალური, ეკონომიკური უფლებების მოპოვებისა და დაცვისათვის ბრძოლაში.

– გაუწიოს ფინანსური დახმარება დასაქმებულებს შრომით-სოციალური უფლებების დაცვის მიზნით ორგანიზებულ ისეთ უკიდურეს სიტუაციებში, როგორიცაა გაფიცვა, ლოკაუტი, აქცია, მანიფესტაცია და სხვა.

– გაუწიოს ფინანსური დახმარება პროფესიული კავშირების წევრებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში (სტიქიური უბედურებები და სხვა)

„ამ მუშაობამ და ძალისხმევამ, სწორედ უსარგებლო ქონებების გაყიდვამ მოგვცა საშუალება რომ დაახლოებით 4 თვის წინ გვესაუბრა სოლიდარობის ფონდთან დაკავშირებით. მსურველი იმისა რომ საქართველოში არ არსებობდეს საგაფიცვო ფონდი, არ არსებობდეს სოციალური ფონდი ბევრი გვყავს. არ ვიცოდი, თურმე შიგნითაც გვყოლია. მე ახლა ვაწერ ხელს დოკუმენტს. პირველადი შენატანი ამ ფონდში იქნება 157 000 ლარი და მცირე პროტესტის დაფინანსებას, დასაქმებულთა გვერდში დგომას შეძლებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.

ყველა მუშათა მოძრაობას უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ასეთი ფონდები არსებობდეს. შენატანი იყოს თითოეული მოქალაქისგან, სხვანაირად წაგვლეკავს ბანკებისა და ბიზნესის დიქტატურა და კორპორაციული სიხარბე“, – განაცხადა დღევანდელ ყრილობაზე პეტრიაშვილმა.

დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალი  თავმჯდომარეც აირჩიეს. დელეგატებმა ხმა ირაკლი პეტრიაშვილს მისცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close