სამართალი და კრიმინალი

პროკურორი:”აბესაძეს აღებული თანხით მოპედის ყიდვა უნდოდა”

პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა. ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება.

გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა შეეძლო, რაზეც აბესაძემ მოსთხოვა, რომ დარჩენილი თანხა სასწრაფოდ მოეძიებინა.

რაც შეეხება ჩანაწერებში ნახსენებ ტორტს, სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით,
„ტორტი და სხვა პატივისცემები, განკუთვნილი იყო მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close