საზოგადოება

,,პრეზიდენტმა გამოიყენოს ამ დრომდე შერჩენილი უფლება და შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე!”

გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი:

_ დეკანოზ მამალაძისთვის განაჩენი გამოტანილია საქართველოს სახელმწიფოს სახელით. დანაშაულს მას “უმტკიცებდა” სახელმწიფო ბრალდება. ანუ ბრალიც ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების სახელით დასდეს და განაჩენიც ჩვენი სახელით გამოუტანეს. ერთის მხრივ უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძეს წაართვა მისი უდანაშაულობის დამტკიცების ბოლო შანსი საქართველოში და მეორე მხრივ, ამ ვითარებაში, ერთი მეუფე – იაკობი – არღვევს ყოველგვარ საამართლებლივ და ქრისტიანულ მორალს და კვეთს წითელ ხაზებს. ემუქრება, გვემუქრება ყველას ვინც მივიჩნევთ, რომ ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადასტურეს დეკანოზის ბრალეულობა შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ შურისძიების მოტივით გამოწვეული მკვლელობის მცდელობაში. დატოვეს უმარავი კითხვა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართვა-გამგეობის დებულების საფუძველზე აქვს უფლება, შექმნას კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმება სატრაპეზოში გამორჩუელი ქორეპისკოპოსი იაკობი და რუსეთის პატრიარქისა და დუგინ-ვასაძის ზედწოლით, მოსაყდრედ გამორჩული ქორეპისკოპოსი შიო, არ დაეთანხმებიან სინოდის წევრი ფარისეველი ეპისკოპოსები. ამის მიუხედავად, არა იმიტომ, რომ ვინმემ ამტკიცოს დეკანოზ მამალაძის უდანაშაულობა, არამედ იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოს სახელით გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და შეიცავს უამრავ კითხვის ნიშანს, სწორედ, ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების ვალდებულება გახლავთ ბრმად კი არ დავუჯეროთ სასამართლოს, ან საპატრიარქოს ჩინოსნებს, რომლებიც ამტკიცებენ სიმართლისთვის ბრძოლა არ წარმოადგენს ეკლესიის საქმესო, არამედ ვიბრძოლოთ ამ სიმართლისთვის.

პირველ რიგში – საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს თავის ლეგიტიმური და ამ დრომდე “შერჩენილი” უფლება და შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე. ამ ვითარებაში პრეზიდენტი ნუ ელოდება და არც უნდა დაელოდოს, დეკანოზის მიმართვას, რაც მის მიერ ბრალის აღიარებით უნდა იქნას გამყარებული და ნუ აიძულებს მას ამ ნაბიჯის გადადგმას. საქართველოს მთავრმა პროკურორმა “ახლად” აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე (საქმეში არსებული უამრავი დარღვევის საფუძველზე ამ გარემოებების მოძებნა რთული არ იქნება) დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება. საქმეში ჩაერთოს საზოგადოებრივი პროკურორი, რომელიც შერჩეული იქნება მაღალი ნდობისა და კვალიფიკაციის საფუძველზე. სხვადასხვა მედიაგამოცემების წარმომადგენლებისგან შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პროკურატურას, რომ ჩვენი სახელმწიფოს სახელით წარდგენილი ბრალი არ შეიძლება იყოს რომელიმე პერსონის ნების აღსრულება და ასევე, ჩვენ უნდა დავანახოთ სასამართლოს, რომ არ შეიძლება ჩვენი სახელმწიფოს სახელით გამოტანილი განაჩენი ტოვებდეს რაიმე სახის კითხვის ნიშანს. ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა, საკითხი კი სცდება დეკანოზ მამალაძის, ერთი კონკრეტული პერსონის ინტერესს, მის დანაშაულს თუ უდანაშაულობას, ეს უკვე ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოს მოაქალაქეების ღირსების საკითხია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close