საზოგადოება

,,კლუბები, რომლებშიც მოზარდები გარდაიცვალნენ, მაღალი თანამდებობის პირებს ეკუთვნის”

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკოსი:

_ გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ.

მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ”კლუბური ნარკოტიკით”.

მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში.

ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ. 

პოლიცია უუფლებო და პარალიზებულია. 

ტელევიზიებიც არ აშუქებენ.

რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი კრიშავენ და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით. 

ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან. 

კანონის ძალით შური ვიძიოთ ”სიკვდილით მოვაჭრეებზე”.

ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან, ამ ”გალსტუკიან წამლის ბარიგებთან”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close