საზოგადოება

,,პოროშნეკომ გაასაჯაროვა თბილისში, ოლიგარქების მიერ მომზადებული შეთქმულება”

,,საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს!

ის ახლა არც უკრაინის და არც საქართველოს მოქალაქე აღარ არის! ამ ქცევით პოროშნეკომ ამხილა და გაასაჯაროვა თბილისში, ოლიგარქების მიერ მომზადებული შეთქმულება, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, პირიქით, ბრძოლას ახლა უფრო მეტი შემართებით განვაგრძობთ.

სააკაშვილი ასოცირდება დასავლეთთან, პროგრესთან, დემოკრატიასთან, აღმშენებლობასთან, როგორც ჩანს ამ ყველაფერზე დღეს უარი თქვა უკრაინამ პოროშენკოს გადაწყვეტილებით, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა არც უკრაინაში და არც საქართველოში და ის გაგრძელდება და აუცილებლად დამარცხდება ამ ბრძოლაში ყველა, ვინც თვლის, რომ ოლიგარქიულმა მართველობამ კიდევ უნდა განაგრძოს ქვეყნის მართვა!

 ჩვენ გავანთავისუფლებთ ქვეყანას ამ მავნებლური პოლიტიკისგან. ჩვენ არ გვეშინია ამ გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების უნდა ეშინოდეს უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც მოქალაქეობის გარეშე დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამაზე ის აუცილებლად აგებს პასუხს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ კი ისღა დაგრჩენია, რომ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უარი ვთქვათ ოლიგარქიულ მართველობაზე და ბრძოლა, რა თქმა უნდა, გამარჯვებამდე!” _ აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ბესო შენგელია. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close