სხვა

პომიდვრის სოუსი „არაგვი“

„არ ადუღოთ, შეინახეთ მაცივარში, უგემრიელესია!“

კულინარი ირმა რევიშვილი პომიდვრის სოუსის რეცეპტს გვიზიარებს, რომელსაც ადუღება არ სჭირდება, ინახება მაცივარში და ძალიან გემრიელია.
სოუსი „არაგვი“ პომიდვრით და ბულგარულით, ძალიან გემრიელი და ცოცხალი ვიტამინებით სავსე.
.
ინგრედიენტები:
1 კგ პომიდორი
0.500 წითელი ბულგარული წიწაკა
150 გრ ქინძი
2 სუფრის კოვზი ტომატი
50 გრ ნიორი
მარილი და წიწაკა გემოვმებით.
 მომზადება:
გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში, არ დააბლენდეროთ! არ ადუღოთ საერთოდ. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და ასევე გაყინოთ საყინულეში. ძალიან გემრიელია, განუმეორებლად ცოცხალი და საამო, მადის აღმძვრელი სურნელით. მოხარშულ ან შემწვარ კარტოფილთან, სოკოსთან, შემწვარ ან მოხარშულ კვერცხთან, შემწვარ ან მოხარშულ ხორცთან, უბრალოდ პურთან ერთად არის უბრალოდ შეუდარებლად გემრიელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close