პოლიტიკა

პოლიტიკურ ლიდერთა საბჭოს განცხადება

პოლიტიკურ ლიდერთა საბჭოს განცხადება:

_ მილიარდერ ივანიშვილის რეჟიმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავტორიტარულ სისტემად, სადაც ოლიგარქი მართვას, რეპრესიებსა და ტოტალურ კონტროლს ახორციელებს სპეცსამსახურთა მეშვეობით. შესაბამისად, სუს-ი გარდაიქმნა პოლიტიკური დევნის იარაღად, რომელიც ნაცვლად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისა, ეწევა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მიმართ თვალთვალს, ახორციელებს პოლიტიკური პარტიების შექმნა-დაშლის პროცესს, არჩევს და აკონტროლებს დეპუტაციას პარლამენტიდან თვითმმართველობამდე, მასობრივად აყალბებს არჩევნებს. ამჯერად, სუს-ში მიდის მზადება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური ფალსიფიცირებისათვის. ყველაფერთან ერთად დედაქალაქიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, თბილისის ცენტრში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტთა თავისუფალი შემოსვლა-გადაადგილება, ადამიანთა მსხვერპლი და პანკისში მძინარე, უდანაშაულო ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა, რომელიც განახორციელა სუსმა, მიუთითებს ამ ორგანიზაციის საბოლოოდ გადაგვარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ სახელმწიფოში სპეცსამსახურთა ხელმძღვანელობა გადადგებოდა ან იქნებოდა გადაყენებული. მიგვაჩნია რომ ამ სისტემის ხელმძღვანელებმა პასუხი უნდა აგონ პოლიტიკურ-სამართლებრივად. სასწრაფოდ დასაწყებია ფართო დისკუსია ამ ორგანოს გაადამიანურებასა და დემოკრატიულ რეფორმირებაზე, სხვა შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოება დგას სერიოზული საშიშროების წინაშე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close