საზოგადოება

,,…პოეტებსაც ხომ გვეკუთვნის ჯეჯეს ერთი ვაშლი?!” -განათლების მინისტრის ინიციატივას ლექსი უძღვნეს

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი წერს:

ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა
ჯეჯელავას ვაშლს ,,უკბინა” და ჩემ-
გან პატარა ექსპრომტი დაიმსახურა.

ჯეჯეს ვაშლი

ვაშლს რომ შეჭამ, ჩემო ვანო,
მერე ფრთებსაც გაშლი…
რად არ მოგწონს, მეგობარო,
ჯეჯეს მწვანე ვაშლი?!.
ან რას ერჩი პაწაწინა,
ვაშლს დანატრულ ბავშვებს?..
ხედავ, როგორ უხარიათ
ჯეჯელავას ვაშლებს?!.
ყურძენი მაქვს…ქლიავი მაქვს…
ვაშლი არ მაქვს ბაღში!..
პოეტებსაც ხომ გვეკუთვნის
ჯეჯეს ერთი ვაშლი?!.

თინათინი –

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close