საზოგადოება

“პირველად გავიცანი ადამიანი, რომელმაც სოხუმი, არადევნილის სტატუსით დატოვა”

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“პირველად გავიცანი ადამიანი, რომელმაც სოხუმი, არადევნილის სტატუსით დატოვა. მანამდე ვიდრე აფხახეთს დავკარგავდით, გათხოვდა პრაღაში. ასე წამოვიდა საყვარელი ქალაქიდან. მოგვიანებით მის ოჯახს მოუწია დევნილობა და ისიც მშობლიური ქალაქის გარეშე დარჩა.

ქორწინებაში ამ დრომდე ბედნიერია. ორი შვილი ჰყავს, ასევე წარმატებულები. უკვე თავიანთი ცხოვრებით. მიუხედავად იმისა რომ არცერთი დღე საქართველოში არ უცხოვრიათ, ქართულად საუბრობენ. დედასთან მხოლოდ ამ ენაზე ამყარებენ კონტაქტს.

სოხუმიდან პატარძლის სტატუსით წამოსულმა ქალბატონმა, ადვოკატ ქმართან ერთად კომპანია გააკეთა. კარგი შემოსავლით, კარგი შვილებით, კარგი ქმრით ბედნიერად ცხოვრობს მშვიდ ევროპაში აგერ უკვე 30 წელზე მეტია და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაზე მეტს სოხუმზე ყვება. ყველა დეტალს იხსენებს და სრული სიზუსტით აღწერს სახლს, რომელიც წარსულში დარჩა.

აფხაზეთიდან დევნილებს წარსული ყველაზე მეტად უყვართ. ყველაზე მაგარ აწმყოზე მეტადაც კი.” – წერს ნანუკა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close