პოლიტიკა
პატრიარქი ილია მეორე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს ხვალ სიონის ტაძარში შეხვდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს ხვალ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეს გაცნობითი, მეგობრული შეხვედრა იქნება.
„თავად სტუმარმა, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მობრძანდეს. დაათვალიეროს ფრესკები და ხატები. ეს კერძო, არაოფიციალური ვიზიტია“, – აღნიშნა მამა გიორგიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოს დღეს, საღამოს ეწვევა. იგი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.
ipn.ge