,,გახსოვთ, რომ დაგპირდით მათ გამოაშკარავებას, ვინც ,,ოცნებაში,, გახარიას წინააღმდეგ ჭინკების კოცონს ანთებს ?
არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთია მათ შორის და ვითომ, ძალიან გული შესტკივა საქართველოზე. ,,ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად გამალებული ჯაფა აქვთ, საარჩევნო სიის 1 ნომრად გახარიას კანდიდატურა დაასახელონ იმ მოსაზრებით, რომ ,, სხვაგვარად არჩევნებზე ძალიან გაგვიჭირდებაო, სინამდვილეშ კი მისი უფუნქციოდ დატოვებისა და განეიტრალების სურვილი აღრჩობთ!!!
პარლამენტის თავმჯდომარე, პოეტი არჩილა, თვითონ ხომ გასუქდა, მაგრამ არც ოჯახის წევრები დაამშია და მისი ძმა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში ლამისაა მინისტრის უფლებებით სარგებლობს! იგი სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსია, ,,თეგეტა მოტორსის,, შეფთან ერთად კაი გაყოლება ,,ატკატებსაც,, აკვარახჭინებს და ამასწინათ პირბადეების შემოტანის უფლებაც დაითრია 1 მილიონის დაფინანსებით!
მის ოჯახს ეკუთვნის მიწის ნაკვეთები დიღომში, ბინები თბილისში, რომელიც ცოლის სახელზე აქვს რეგისტრირებული! სასწრაფო დახმარებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები კი, როგორც ამბობენ აფთიაქებში ინაცვლებს და მოკლედ, 4 500 დოლარიანი მოტოციკლიც, რომელიც დეკლარაციაშა ჩაწერილი , მათ ჩამოსარიგებლად ,,სჭირდებოდა,,…
რომ არა კორონა ვირუსი, გახარია საქართველოდან უკვე მიემგზავრებოდა, რადგან ასეთი,, თალაკვაძეები,, მის გარშემო უხვად არიან და მეტიც, თვითონ ოცნების კვაჭი დეპუტატების შემადგენლობასაც არ ევასება , რადგან არ მოსწონთ მისი ტონი, შეუვალია, არ შედის მათთან არანაირ ფინანსურ გარიგებასა თუ ახალი ბიზნესების კეთება ლობირებაში!!! მისი უშუალო რეკომენდაციით არცერთი მინისტრი არ შერჩეულა და მეტიც, როდესაც შ.ს.ს მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მოადგილე საბანაძის დათხოვნა კატეგორიულად აუკრძალეს, ,,ვინც გინდა გაათავისუფლე, მაგას ხელი არ ახლო,,-ო!
რადგან საბანაძემ თანამდებობა შეინარჩუნა, ,,თალაკვაძეობრაზნებმა,, ხმები დაჰყარეს-გახარიას ახლობელია და იმიტომაც დატოვაო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მამა-შვილ საბანაძეებს კუდები გახარიასთან კი არა, ნაცებთან ჰქონდათ გადაბმული და ეს რომ მართლაც ასეა, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან!!!
ახლა უნდა წარმოვიდგინოთ გიორგი გახარია დეპუტატად, ანუ სავარძელში უფუნქციოდ ჩადებული და განეიტრალებული და ეს იმ დროს, როცა არჩილა პრემიერია, მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარე და ეს ნაყარ -ნუყარი ოცნების ბალასტი კიდევ, ქვეყნის მართვის სათავეში, ნაცებთან ერთად!!!
ამ უსაქმურთა გუნდის უკან ასევე უსაქმური და ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი დგას და კრავის ღიმილით აკვირდება ყოფილი ნაცები და დღეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა, როდის ,,გააიმასქნებენ,, მისი ოცნების ასრულებას და როდის აიყვანენ ამბიციების ოლიმპოზე!!!
გაგრძელება იქნება…

პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნებაში“ წინასაარჩევნოთ საკადრო ცვლილებები იგეგმება” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი.
კომენტარები