საზოგადოება

“პარკირება უნდა გახდეს ფასიანი”

ორგანიზაცია “ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი სითი პარკის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ კომპანიის ბაზრიდან გაშვების შემთხვევაში, დედაქალაქი უბნებად უნდა დაიყოს და ცენტრალურ ნაწილში პარკირება ფასიანი უნდა გახდეს. ასეთ შემთხვევაში ქალაქში ნაკლები გამონაბოლქვი და ნაკლები საცობები იქნება და ცენტრში პარკირების სიძვირის გამო, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოქალაქეები ავტომანქანების გაჩერებას მოერიდებიან.

“პარკირების თემაზე ვინც არის პასუხისმგებელი კომპანია, მოქალაქეების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვერ ასრულებს ჯეროვნად თავის ფუნქციას და არ ემსახურება მძღოლებს ისე, როგორც ეს უნდა კეთდებოდეს. მთავარი ამოსავალი უნდა იყოს სათანადო მომსახურება მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი უკმაყოფილო მოქალაქე, გვაქვს მოუწესრიგებელი პარკირების სისტემა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close