მსოფლიო

პარიზში ტერორიზმის წინააღმდეგ მუსლიმთა აღლუმი მიმდინარეობს

ევროპაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი ბოლო წლებში ისლამისტი ექსტემისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს აპროტესტებენ. საფრანგეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსლიმთა თემმა და იმამებმა აღლუმი პარიზიდან დაიწყეს. მათი მთავარი სლოგანია: „მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ“.

ევროპაში მცხოვრებ იმამებს ტუნისელი სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათი მიზანია ევროპულ საზოგადოებას ამგვარი ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ და აუხსნან, რომ ექსტრემიზმს ისლამთან კავშირი არ აქვს.

სამშვიდობო აქციები ევროპის იმ ქალაქებში გაიმართება, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ტერორისტული აქტები განხორციელდა. პარიზი, ბრიუსელი, ნიცა, ბერლინი და ისევ პარიზი – ასეთია მუსლიმთა სამშვიდობო აღლუმის მარშრუტი დასავლეთ ევროპის ირგვლივ. აქციის მონაწილეები დაქირავებული ავტობუსებით გადაადგილდებიან.

პირველი აქცია პარიზში სიმბოლურად ელისეის მინდვრებზე სწორედ იმ ადგილას იმართება, სადაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა 2017 წლის 22 აპრილის ღამეს ფრანგი პოლიციელი მოკლეს.

მუსლიმთა აღლუმი, რომელიც დღეს დაიწყო, 14 ივლისს პარიზში დასრულდება. აღლუმში 60-მდე იმამი მონაწილეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close