საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაიბარეს

საოპერო ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაიბარეს. ბურჭულაძეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში13 დეკემბერს დაკითხავენ.

მსოფლიო ბანი გამოძიების კითხვებს “იავნანას” ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით უპასუხებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძის ოჯახს წევრებს დაკითხვის უწყება დღეს ჩაბარდათ. ჯერჯერობით უცნობია გამოცხადდება თუ არა ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში.

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close