სამართალი და კრიმინალი

ოჩამჩირეში პატიმარი ზედამხედველთან ერთად გაიქცა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პატიმარი ზედამხედველთან ერთად გაიქცა. ე. წ. პროკურატურის ინფორმაციით, პატიმარმა, რომელსაც 30-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ზედამხედველთან შეთანხმებით, საკნის გისოსები გადახერხა და მასთან ერთად მიიმალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გაქცეულები იძებნებიან.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close