ეკონომიკა

ორპუნქტიანი რჩევა კახი კალაძეს

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:

_ ბატონო კახა, პარალიზებულია დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ამორტიზირებული, არასაკმარისი, არაკომფორტული, საფრთხის შემცველი, გაფიცული მემანქანეები). გთავაზობთ კრიზისის დაძლევის ორ პუნქტიან გეგმას:
1. დაუყოვნებლივ შეიქმნას ექსპერტებით დაკომპლექტებული კრიზისის დაძლევის სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმოადგენს ტრანსპორტის სექტორის სტრუქტურული რეფორმის გეგმას.
2. განხორციელდეს საკადრო ცვლილებები, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, ასევე სატრანსპორტო კომპანიაში, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი ქალაქის ტრანსპორტის სექტორის სამართავად და არსებული მენეჯმენტი შეესაბამება გასული საუკუნის 50-60-იან წლებს. ამიტომ ტრანსპორტის სამსახურები დაკომპლექტდეს თანამედროვედ მოაზროვნე პროფესიონალებით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close