ორი ფოტო 15-წლიანი სხვაობით
„პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება“ - რას ყვება ანუკი არშეიძე
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერის, კახა კალაძის და დიზაინერ ანუკი არეშიძის უფროსი შვილის დედასთან ერთად გადაღებულმა ფოტომ დიდი ყურადღება მიიპყრო. მოგვიანებით ანუკიმ 15 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დიზაინერი ახალბედა დედაა.
.
კახა კალაძის და ანუკი არეშიძის სიყვარულის ამბავი მილანში დაიწყო.
-კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით – როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება… ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი… პირველი წელიწადნახევარი მილანში ვცხოვრობდით.
მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა… პირველი წელიწადნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება..
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ, _ ყვება ერთ-ერთ ვიდეოში ანუკი არეშიძე.