საზოგადოება

,,ორი კვარტლის მონაცემებით (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა” _ შემზარავი სტატისტიკა

 ,,25 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 29 წლის ბიჭმა.
?27 ოქტომბერს, ზესტაფონში თავი მოიკლა 22 წლის ბიჭმა.
?6 ნოემბერს, ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.
?8 ნოემბერს, ბორჯომში თავი მოიკლა 22 წლის ბიჭმა.
?30 ნოემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 18 წლის გოგომ.
?11 დეკემბერს, თბილისში თავი მოიკლა 15 წლის ბიჭმა.
?18 დეკემბერს, ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.
?19 დეკემბერს, აბაშაში თავი მოიკლა 15 წლის გოგომ.
?21 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 17 წლის ბიჭმა.

სუიციდის სტატისტიკა, თითქმის 400%-იანი ზრდა:
2010 წელი-113 შემთხვევა.
2011 წელი-98 შემთხვეა.
2012 წელი-102 შემთხვევა.
2018 წელი-390 შემთხვევა.

?შსს-ს, 2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით(იანვრიდან ივნისის ჩათვლით) თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა.

? შსს-ს მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვარი-31 ოქტომბრის განმავლობაში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით რეგისტრირებულია 1586 შემთხვევა.

?2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 150 %-ით გაიზარდა შემთხვევათა რაოდენობა, ხოლო 2011-2012 წლებთან შედარებით თითქმის 400%-იანი ზრდაა!

❗️მიზეზი მრავალგვარია და ის ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათისაა. ეს საგანგაშო სტატისტიკა და მისი შეუქცავადად ზრდა, შედეგია მოშლილ-მორღვეული სახელმწიფო სისტემისა და ამ სისტემის არაადეკვატურობის. რომელიც არასდროს არ პასუხობს გამოწვევებს დროულად! არასდროს! განსაკუთრებით საგანგაშოა გარდაცვლილთა ასაკი, მათი უმრავლესობა ხომ მხოლოდ 15-25 წლისაა.
❗️ის რაც 15 წლის ლუკამ კედელზე დაწერა (“ამ ცხოვრების დედაც”), შედეგია, გამოვლინებააა ნამდვილი პრობლემის და არა მიზეზი. ამიტომ სლოგანებთან ბრძოლა, სხვა სლოგანებით (მაგალითად “ცხოვრება მშვენიერია”) არ მოგვცემს არანაირ შედეგს, ეს ზედაპირული და არაფრისმომცემი დამოკიდებულებაა. როცა გაუბედურებულ, ფსიქოლოგიურად განადგურებულ ადამიანს უჩიჩინებ, რომ “ცხოვრება მშვენიერია”, კიდევ უფრო გამოუსწორებელ ზიანს აყენებ მას! ანუ საერთოდ ვერ ხედავ მის რეალურ პრობლემას და კიდევ უფრო მეტად იწვევ მის გარიყვას საზოგადოებისგან. აჯერებ იმას, რაც მისთვის გაუგებარია, რისიც მას აღარ სჯერა, ესე იგი მისი არა გესმის! არ უსმენ, არ იაზრებ მის პრობლემას და შესაბამისად არც ეხმარები! რეალური პრობლემაც მეათასე ადგილზე ინაცვლებს! ეს არის საშიში!
❗️თითოეული ახალგაზრდის ნათქვამი თუ დაწერილი, უნდა გახდეს სერიოზული ანალიზის საფუძველი. ლუკას ნათქვამს “ამ ცხოვრების დედაც”, სხვა სლოგანებით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ამ ნათქვამში უნდა ვეძიოთ პრობლემის გასაღები. ამ ნათქვამში ხომ ბევრი მიზეზია თავმოყრილი!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით მესხიშვილი,  საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.

Related Articles

Back to top button
Close