პოლიტიკა

“ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ახალი სამსახური – სახანძრო-პოლიტიკური დახმარება ჩამოაყალიბა და სადაც ხანძარი ჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს”

ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ახალი სამსახური – სახანძრო-პოლიტიკური დახმარება ჩამოაყალიბა და სადაც ხანძარი ჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, ერთადერთი, რაც გასაჭირში გაერთიანებულ ხალხს და ხელისუფლებას უცნაურ მომენტად დაამახსოვრდება, სწორედ ოპოზიციის ქცევა იყო.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დროული რეაგირება მოახდინა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლეს. რომ არა მამაცი მეხანძრეების თავდადება, ზარალი ძალიან დიდი იქნებოდა.

ქალაქის მთავრობა და შესაბამისი სამსახურები პირველივე წუთებიდანვე ადგილზე იყვნენ ხალხის და დაზარალებულების გვერდით და ასე იქნება მომავალშიც.

მადლობა ჟურნალისტებს და მედიას, რომ ამ რთულ სიტუაციაში ყველაფერი გააშუქეს.

ერთადერთი, რაც გასაჭირში გაერთიანებულ ხალხს და ხელისუფლებას უცნაურ მომენტად დაგვამახსოვრდება, არის ოპოზიციის ქცევა – იმის ნაცვლად, რომ თვითონაც თანადგომა გამოეჩინათ, ყველამ ვნახეთ დიდუბის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს როგორ “ღირსეულად” შემოესივნენ და უტევდნენ. პასუხიც მიიღეს.

ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ახალი სამსახური – სახანძრო-პოლიტიკური დახმარება ჩამოაყალიბა და სადაც ხანძარი ჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close