მსოფლიო

ოპერაცია იდლიბში ყოველ წამს შეიძლება დაიწყოს_ რა ხდება რუსეთ-თურქეთის უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ

ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი:

_ როგორც მოსალოდნელიც იყო, სირიის საკითხზე რუსეთ-თურქეთის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სიტუაცია ესკალაციისკენ წავიდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: “(ეს ასადის) რეჟიმის უკან დასახევად ბოლო დღეებია. უკვე ბოლო გაფრთხილებებს ვიძლევით. (თურქეთის) ოპერაცია იდლიბში უკვე ყოველ წამს შეიძლება დაიწყოს.”
იდლიბში ოპერაციის დაწყება მინიმუმ თურქეთ-სირიის კონვენციურ ომს ნიშნავს.
პლიუს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის გადამწყვეტია თუ ვინ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. სირიის საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებს, რომლის პირდაპირი მარიონეტია ასადის რეჟიმი.
როგორც ჩანს, ცხელი და მძიმე თებერვალი იქნება სირიაში.

Related Articles

Back to top button
Close