საზოგადოება

,,ოლიგარქები მდიდრდებიან და პატიოსან, მშრომელ, გულიან ადამიანებს ბნელ შახტებში ხოცავენ”

,,გამთენიისას გამოიხურეს სახლის კარი და მზის ამოსვლამდე სამუდამოდ დაუბნელდათ ცხოვრება.

რამდენმა აკოცა უთენია მძინარე შვილს…

რამდენმა დაუტოვა გროშები მეუღლეს სადილის მოსამზადებლად…..

რამდენს გამოჰყვა მშობლის თბილი გულის სითბო….

ნატანჯი შრომით რამდენს ჰქონდა გადადებული გროშები, რომ სააღდგომოდ კვერცხი და პასკა ჰქონოდა…..

რამდენს ელოდა მიცვალებულის საფლავი ჭიქა ღვინის წასაქცევად…

ექვსი ოჯახი გაუბედურდა. ფიქრითაც არ მინდა იმათ ეზო-კარში შეხედვა. აქ სხედან მთავრობაში და ჯიპების ფერებს არჩევენ!!! ოდესმე ვინმე რომ დასჯილიყო, ამდენი უბედურება აღარ მოხდებოდა. თქვენი საქართველოც ესააა!! ოლიგარქები მდიდრდებიან და პატიოსან, მშრომელ, გულიან ადამიანებს ბნელ შახტებში ხოცავენ” _ წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის წევრი, ქეთი დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ მინდელის სახელობის შახტაში დღეს დილით ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close