საზოგადოება

,,ნინო გვენეტაძის განცხადებას გამოძიება უნდა მოჰყოლოდა”

,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ამ განცხადებას დუყონებლივ უნდა მოყოლოდა გამოძიების დაწყება.
გამოძიების არ დაწყება ნიშნავს პროკურატურის მიერ საჯარო ინტერესის უგულებელყოფას და ფუნქციურ გულგრილობას…” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი გიორგი ტურაზაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა: მე ვარ ძალადობის მსხვერპლი.

მან აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ.

ნინო გვენეტაძის განცხადებით, მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს საბჭოს წევრებს წერილობით გააცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close