საზოგადოება
,,ივანიშვილი კვირიკაშვილს წამოაცვამს სარზე, თავად კი დარჩება წმინდა დირექტორად”
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ კვირიკაშვილი ისედაც მოძულებული ყავს მარჩენალს. მაგასაც და სხვებსაც წამოაცვამს სარზე და ახალ ოცნებებს ჩამოკიდებს ზარად.
თვითონ კი დარჩება წმინდან დირექტორად! (გეგონება, ახლა გაახილა უმანკო თვალები). თუმცა დიდხანს მაინც ვერ გასტანს.
ნაციონალების ხელისუფლების ჩამოშლა გირგვლიანიდან დაიწყო. სალარიძის ფაქტორი კი ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლო აგურს გამოაცლის.