„ნახვამდის, სიყვარულო, გამარჯობა ვნება” – წერს მოდელი და მსახიობი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს სერიალ „მარჯვენა სანაპიროს” გადაღებებიდან, სადაც ის მსახიობ დავით დვალთან ერთად მინაწილეობს.
.
რამდენიმე ხნის წინ ალექსანდრა ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ, ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა, დათუჩა, ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!
ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ და მინდა, უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ გამოგვივა“.
ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას საერთო შვილი, ვიქტორია ჰყავთ.