საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: მარიტა კი არა, ლიკა გარდაიცვალა, ქავჟარაძე

,,მგონი ერთადერთი ქალი იყო, ვიზეც ყველა გემოვნების, ფერის, სქესის, ნამუსის და მორალის მქონე ადამიანი ვთანხმდებოდით, რომ ლამაზი იყო. ჟურნალისტები სულ ვეფერებოდით და ძალიან ვუფრთხილდებოდით. ამიტომაც არ ვჯიჯგნეთ მისი ცხოვრება სხვებივით. გაუგებარია როცა ვამბობთ, რომ მარიტასავით იცხოვრა ქალმა, რომელსაც საბედნიეროდ არცერთი ტალახი არ მოხვედრია რეალურ ცხოვრებაში. მარიტასავით კი არ იცხოვრა, მარიტამ შეცვალა მისი ცხოვრება იმდენად, რომ დაღმა განარიდა ის საზოგადოებას, აქტიურ ცხოვრებას. თუმცა ესეც არ ვიცით ბოლომდე. ჩვენ ხომ გვიყვარს მითების შექმნა.რეალობა თან წაიღო ისე, რომ ბოლომდე არავის გაანდო. არ უყვარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და ჩვენც არ ვაძალებდით. მარიტა კი არა, ლიკა გარდაიცვალა, ქავჟარაძე. უბრალოდ გარდაიცვალა, თორემ წლების შემდეგაც, ასე დადებენ ჩვენი შვილი-შვილები მის ფოტოს, საკუთარ კედლებზე და იტყვიან, რომ ყველაზე ლამაზი ქალი იყო. ესაა უკვდავების ხიბლი” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close