პოლიტიკა

ნათია თურნავა: კომუნალური გადასახადების გადავადებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს

   ეკონომიკის მინისტრის განცხადება კომუნალური გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით ნათია თურნავას განცხადებით, კომუნალური გადასახადების გადავადებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კერძო კომპანიებსაც რთული პერიოდი უდგათ და მათ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი.

 ,,რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, „თელასი“, „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ, როგორც სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, – განაცხადა თურნავამ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close