ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ქოცები და მათი ქვეგანყოფილებები აქამდე ხომ სულ მაგას დაგვჩხაოდნენ, ნაცებთან ხართ შეკრულები, ისინი გაფინანსებენ, გაჭმევენ და გაცმევენო. საამისოდ, ყველა მიცვალებულს აღვიძებენ და თუ არ გაახსენე, არც უნდათ გაიხსენონ, მათი მარჩენალი, წინა ცხოვრებაში რომ ნაცების მარჩენალი იყო და მათი უმეტესობა_ უმაღლესი თანამდებიბის პირიდან დაწყებული, ფეისმაგინებლებით დამთავრებული, მიშას ფანები და მომღერლები.
ახლა ატყდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შალვა მიშას რომ შეხვდა, რატომ არ ვიცოდითო.
ეს დედაატირებული, თუ მაინც სულ ვხვდებით და ვძმაკაცობთ, როგორც თქვენი პიარმანქანა ამბობს, მაშინ ახლა რატომ გაიოცეთ ასე საყვარლად და ლამაზად?!
ვთქვით, ბატონო! რომ დაბრუნდა შალვა ნათელაშვილი, ფეისგვერდზე დაწერა, ნიუსიც გავაკეთეთ ჩვენი საიტით და გვარამიასთანაც თქვა. აბა, ჩვენ თქვენსავით მარჩენალები არ გვყავს ტელევიზიები რომ გაგვიკეთოს და არც გვჭირდება ვიღაცის ხუშტურებზე თქვენსავით სირბილი..
მაშინაც ვთვლიდით და ახლა მიმაჩნია, რომ მაშინ სრულიად ოპოზიციას შალვა ნათელაშვილი რომ დაეყენებინა საერთო კანდიდატად, გამარჯვების მეტი შანსი გვქონდა. სწორედ ამაზე იყო საუბარი, მაგრამ არ თუ ვერ მოხდა შეთანხმება და დავიშალეთ. მწარედ მახსოვს არჩევნების წინა დღეს, გვარამიამ ეთერიდან მოწოდებაც კი გააკეთა, ნათელაშვილს ხმა არ მისცეთო.
მერე საიტი გაგვიტეხეს, ყველა ინფორმაცია წაიშალა და ერთადერთი, რაც გუშინ ვიპოვე 2018 წლის ნიუსია, რომელიღაც სააგენტოზე, სადაც ბატონი შალვა კიდევ ერთხელ საუბრობს ამაზე. ანუ სულ მცირე, ინგა გრიგოლიას ერთი კვირის წინანდელ ეთერამდე ორი წლით ადრე გვითქვამს, ხო?!
ახლა გვედავებიან, წინასწარ, შეხვედრამდე რატომ არ თქვითო, ისევ გულუბრყვილოდ და უცოდველი იერით. ვინ იყო, ასეთ თემებზე წინასწარ რომ საუბრობდა, გვიბრძანეთ ერთი, ქოცჭკუის კოლოფებო?!
თქვენმა მარჩენალმა თქვა წინასწარ, რესპებს, ალასანიას, ძიძიგურს, მრეწველებს და ფორუმს რომ შეუთანხმდა ერთობაზე? თუ იგივენი და კიდე სხვები პატარკაციშვილთან რომ დაბრძანდებოდნენ წინასწარ გვამცნობდნენ? თუ პატრიოტთა ალიანსმა ბრძანა, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურას იმიტომ არ ვაყენებთ, რომ ბიძინას შევუთანხმდითო და მათაც და სხვებმაც მხარი დამაქცევარ ზურაბიშვილს დაუჭირეს?! თან ისეთი ხალხი გვედავება, ოპონენტებად კი არა, მტრად რომ მივაჩნივართ, ბოტ_ ტროლები კუდებს უწევენ და ამით კვლავ ცდილობენ ამომრჩევლის ,,დაბოლებას”, ძაან იაფფასიანად. ისევ ოცნებების ბახუსში დარჩენილებს თუ გააბრუებთ, ან ძალით მოიტყუებენ თავს, თორემ მხოლოდ საკუთარი ოცნებები რომ აისრულეთ და ქვეყანას უფსკრულში ჩეხავთ, ყველა ხედავს. ძალიანაც არ გინდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ძღომამდე ნაჭამის ამოყრა, მაგრამ მაგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
მოკლედ, ეგრე! გინდ გაიგეთ, გინდ არა. თუ საარჩევნოდ თქვენს ნაცოდვილარს ამასაც მიამატებთ, ბევრი არაფერი დაგვაკლდება. როგორც თქვენი პარტნიორი რუსები ამბობენ _ ერთი ნაგავია.

კომენტარები