საზოგადოება
,,მცირე მეწარმემ მომწერა: როგორც უმეტესობა, მეც ვარ კრიმინალების წნეხის ქვეშ, ვის მივმართო?”

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:
SOS! SOS! SOS!
ახლა მცირე მეწარმემ საგანგაშო რამ მომწერა!
მე საჯაროს ვხდი მას (გვარს, ცხადია, არ ვასახელებ, რომ მას საფრთხე არ შეექმნას). თუ ხელისუფლებას ჩემი ეს პოსტი ხელოვნურად მოგონილი ჰგონია, დამიკავშირდით ვინმე და მე მოგიყვანთ ამ ადამიანს, რომელსაც სჭირდება დაცვა, რომ საკუთარი საქმიანობა გააგრძელოს!
აი, რა მომწერა მან (უცვლელედ გადმომაქვს):
”ვარ მცირე მეწარმე, ვმუშაობ გარეთ – თითქმის ქუჩაში –
და ყოველდღე ვხედავ როგორ მძვინვარებს უსამართლობა –კრიმინალი. პოლიცია ადრე თუ იდგა ასე თუ ისე, ახლა სანთლით საძიებლები გახდნენ. ნუ მეც, როგორც უმეტესობა, მეც ვარ კრიმინალების წნეხის ქვეს – ვის მივმართო?”
მე მომმართა!
მე ვთხოვ ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, –
მე მოგმართავთ თქვენ!…
ის, რისი გაკეთებაც შეიძლება – გააკეთეთ!