საზოგადოება

„მშრომელთა ბიზნეს-მსხვერპლშეწირვას დაუყოვნებლივ უნდა მოეღოს ბოლო!“_ აქცია პარლამენტთან

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით, პარლამენტთან მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, აქცი-გამოფენა „არა მუშათა მსხვერპლშეწირვას“ გაიმართა ! მასზე წარმოდგენილი იქნა, უკანკნელ პერიოდში სამუშაო ადგილზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევებისა და დაღუპულთა დაკრძალვის ამსახველი ფოტოები. ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტისაგან მოითხოვა, მისი ავტორობით მომზადებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის დაუყონებლივ მიღება. მან განაცხადა, რომ: „პარლამენტარებმა უარი უნდა თქვან ივანიშვილის პოლიტ-ბიზნეს პარტიორთა ინტერესების ლობირებასა და აღნიშნულის გამო მუშათა, მაღაროელთა და სხვა დასაქმებულთა დამკრძალავი ბიუროს კლერკების ფუნქციის შესრულება. საამისოდ კი დაუყონებლივ უნდა მიიღონ ჩემი ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შრომის ინსპექცია 1 სექტემბრის ნაცვლად 15 მაისიდან უნდა ამოქმედდეს, ხოლო კომპანიებისათვის გათვალისწინებული სანქციები გახუთმაგდეს ! კანონმდებლობის სრული ამოქმედება აუცილებელია, რათა დარჩენილ თვეებში კიდევ ათობით ადამიანის სიცოცხლე არ შეეწიროს ივანიშვილის და მისი პარტნიორი ბიზნესმენების ბიზნეს ინტერესებს, ხოლო სანქციების გაზრდა, შემდგომშიც მრავალი ადამიანის გადარჩენის წინაპირობა გახდება !

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close