სამართალი და კრიმინალი
მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხაშურში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს.
მაშველებმა ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.