საზოგადოება
მსუბუქ ავტომობილებში 3 კაცზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება
მსუბუქ ავტომობილებში 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა დარჩება მხოლოდ ტაქსებში.
“ქვეყანა მზად არის დღეს, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად კომენდანტის საათის გაუქმებას ნიშნავს, ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები. მაგალითად ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება,1 ავტომობილში შეზღუდვა – 3 ადამიანის რაოდენობით გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ხვალიდან, 23 მაისიდან უქმდება.
წყარო: pia