საზოგადოება

,,მრევლს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ… სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს ამის საშუალება აქვთ”

16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

წყარო: https://patriarchate.ge/

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close