საზოგადოება

,,ადვოკატები რეალურად არ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში “_ დავით ასათიანის განცხადება

დავით ასათიანის განცხადება

  დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდის სასამართლოში ორი ვითომდაც თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატის პროცესში მონაწილეობის თაობაზე.

მინდა გაცნობოთ, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას, ადვოკატებმა მოითხოვეს სხდომების გადადება მხოლოდ COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ისინი რეალურად არ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში; მათივე განმარტებით, მათ არც რაიმე რისკის შემცველი კონტაქტი ჰქონიათ, თავს გრძნობენ კარგად და ჯანმრთელად.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, თავად მოსამართლეთა, ადვოკატთა და მხარეთა ჯანმრთელობის ინტერესების  გათვალისწინებით, დროებით გადადონ ზეპირი განხილვები, გარდა სპეციალური ვადების მქონე საქმეებისა, ხოლო ამ საქმეებზე მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანი

 

 

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close