საზოგადოება

მოძღვარმა ,,სასწრაფო სააღსარებო” მანქანა გააკეთა

ამერიკის ლუიზიანას შტატის ქალაქ ლაფაიეტში, კათოლიკე მოძღვარმა, საავადმყოფოში მუშაობით შთაგონებულმა, სასწრაფო დახმარების მანქანის შეძენა და მისი მობილურ “სააღსარებოდ” გადაკეთება გადაწყვიტა.

მამა მაიკლ შამპეინი მღვდელმსახურებას საავადმყოფოში აღასრულებდა. მას შემდეგ, რაც პაპმა ფრანცისკემ მოწყალების საიუბილეო წლის შესახებ გამოაცხადა, მოძღვარმა გადაწყვიტა მეორადი ავტომანქანა საეკლესიო მსახურებისთვის გამოეყენებინა. ამ დრომდე, მის მანქანაში აღსარება ოთხი ათასამდე ადამიანმა ჩააბარა.

მობილური “სააღსარებო” ავტომანქანა სხვადასხვა ადგილებზე დგას, მათ შორის სპორტულ დარბაზებთან, ციხეებთან და საავადმყოფოებთან.

მოძღვარი აცხადებს, რომ მისი მიზანია, აღსარების საიდუმლო გაცილებით შესამჩნევი და მიღწევადი გახდეს, მათ შორის მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზებით ეკლესიაში ვერ დადის.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close